Thursday, June 3, 2010

« ”კეისარო! სიკვდილისკენ მიმავალნი მოგესალმებით! »


გლადიატორი (ლათ. gladius — «ხმალი», «გლადიუსი») — მებრძოლთა სახელი ძველ რომში, რომელებიც ერთმანეთს ან ცხოველებს ებრძოდნენ ძველ რომში მაყურებელთა განწყობის ასამაღლებლად.

ლეგენდარული რომაელი გლადიატორები სიცოცხლეს წირავდნენ იმისთვის, რომ მაყურებლები ცირკიდან კარგი განწყობით წასულიყვნენ. რომის იმპერიისთვის ეს სისხლიანი სანახაოაბ, ნარკოტიკების მსგავსი იყო.

ეს ეტრუსკული წეს-ჩვეულება რომაელთა ცხოვრებაში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის შედეგად დამკვიდრდა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც გახდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს მუშაობდა და ბევრსაც ომობდა, ხოლო გასართობად ცხენოსნობას ან თეატრალურ წარმოდგენებს ამჯობინებდა. გლადიატორთა ბრძოლამ სახალხო წარმოდგენის სახე ოფიციალურად მხოლოდ ჩვენს წელთააღრიცხვამდე 105 წელს მიიღო.

რომაელ არისტოკრატთა შორის თანდათან მოდაში შემოვიდა საკუთარი გლადიატორების ყოლა, რომლებსაც თავიანთი გამოსვლით პატრონისათვის არამარტო შემოსავალი მოჰქონდა, არამედ პირადი დაცვის ფუნქციასაც ასრულებდნენ. ამ მხრივ ყველას იულიუს კეისარმა აჯობა, რომელსაც ერთ დროს 2 ათასი გლადიატორი ჰყავდა.

ვრცლად: wikipedia

1 comment: